სოფელ იყალთოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა სოფელ იყალთოში მოხდა.
“ოპელის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა. შედეგად 31 წლის კაცმა მძიმე დაზიანებები მიიღო. ის თელავის საავადმყოფოშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

























