თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს დედის დღე მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დედის დღე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ეპიდემიის გავრცელების საწყის ეტაპზე რესპუბლიკური საავადმყოფო სრულად აღიჭურვა და კოვიდის მართვაში ჩაერთო.
“აღსანიშნავია, რომ დღემდე კლინიკამ 8000-მდე კოვიდინფიცირებული პაციენტი მიიღო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























