პაპუნა მარგველიძემ დედის დღე ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს მიულოცა

სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ დედის დღე ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სომიწოში მცხოვრებ ექვსი შვილის დედას, აგნეშკა ტერეზა სიეიკოვსკა-კობერიძეს და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში მცხოვრებ, მსოფლიო ჩემპიონების ნიკა და ავთო კენჭაძეების დედას, ელიზა გაბიანს პირადად მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვენეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს.
„მიხარია, რომ ძმების წარმატებული ასპარეზობა ჩვენს რეგიონს და ქვეყანას ღირსეულად წარმოაჩენს, ისინი საუკეთესო მაგალითს აძლევენ მომავალ თაობას და ხელს უწყობენ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას. ყველა დედას გისურვებთ, რომ გქონოდეთ იმის ძალა და შესაძლებლობა, ჩაუნერგოთ შვილებს სულიერი ფასეულობები და აღზარდოთ ისინი განათლებულ და წარმატებულ ადამიანებად“,- განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ.
„ქალბატონი აგნეშკას მეუღლე მამა გიორგი კობერიძეა, რომელიც ონში გაბრიელ მთავარანგელოზის ეკლესიაში მსახურობს და მეუღლესთან ერთად სამაგალითო ექვს შვილს ზრდის.
ავთო და ნიკა კენჭაძეები ამბროლაურის მუნიციპალიტეტიდან არიან, ძმები სპორტსმენები თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ატარებენ და კვლავ აგრძელებენ წარმატებულ ასპარეზობას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

























