გორში მუზეუმებმა მუშაობა განაახლეს

გორის მუნიციპალიტეტში არსებულმა მუზეუმებმა მუშაობა განაახლეს. მუზეუმები დამთვალიერებლებს ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით მასპინძლობენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, დღეს, გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მოდგილესთან პაატა ივანიშვილთან ერთად, ეთნოგრაფიული მუზეუმი დაათვალიერა და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
უწყების ცნობით, მუზეუმი არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ განყოფილებებში დამთვალიერებელს განახლებულ ექსპოზიციებს სთავაზობს. სულ მალე იხსნება ახალი საექსპედიციო დარბაზიც, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას.

























