ბათუმში მიკროვტობუსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და სამგზავრო ტარიფის გაზრდა მოითხოვეს

ბათუმში მიკროვტობუსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და სამგზავრო ტარიფის გაზრდა მოითხოვეს

ბათუმში ოთხი მიმართულებით მოძრავი მიკროვტობუსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ბათუმის მერიას მიმართავენ და სამგზავრო ტარიფის გაზრდას სთხოვენ.

მძღოლების თქმით, ბათუმის ყოფილი და მოქმედი ხელმძღვანელობისგან დაპირება მიიღეს, თუმცა უშედეგოდ.

„ჩვენ ვითხოვთ ტარიფის გაძვირებას 20 თეთრით. ბათუმის ყოფილი მერი ლაშა კომახიძე მისი მერობის პერიოდში დაგვპირდა, გამოუშვა კომისია სამი კვირა, დაითვალეს რამდენი მგზავრი გადაგვყავდა ერთი მხრიდან მეორე მიმართულებით.

საწვავი ყოველდღე ძვირდება. 50 თეთრში რამდენი ადამიანი უნდა გადაიყვანო - გადმოიყვანო, რომ ერთი მოძრაობის საწვავის ფული ამოიღო და ხარჯი გაასწორო.

ამას დაემატა ის, რომ ბათუმში ბევრი ქუჩა ცალმხრივი გახდა“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მერაბ ბერიძე.