აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან საზოგადოება "ბათომისა" და "დაიცავი ძველი ბულვარის" წევრებმა აქცია გამართეს

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან საზოგადოება "ბათომისა" და "დაიცავი ძველი ბულვარის" წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
შეკრებილები ბულვარის ტერიტორიაზე 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები მინისტრს მაია ხაჯიშვილს მიმართავენ და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას სთხოვენ.

























