რუსთავში მძღოლები საწვავზე ფასის მატებას აპროტესტებენ

რუსთავში მძღოლები საწვავზე ფასის მატებას აპროტესტებენ

რუსთავში, შარტავას გამზირზე მძღოლები აქცია-პერფორმანსს მართავენ. ისინი საწვავის ფასის მატებას აპროტესტებენ.

აქციის ორგანიზატორის ერეკლე დოლიძის განცხადებით, ისინი იქამდე არ შეწყვეტენ პროტესტს, ვიდრე აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებელი პირი არ გაესაუბრება მათ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.