ბათუმში ჟურნალისტებმა ვახო სანაიას მხარდამჭერი აქცია გამართეს

ბათუმში ჟურნალისტებმა ვახო სანაიას მხარდამჭერი აქცია გამართეს

ბათუმში, ჟურნალისტ ვახო სანაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. „სოლიდარობა ვახო სანაიას“, „ნუ ახალისებთ ძალადობას", - ამ შინაარსის ლოზუნგები ისმოდა ევროპის მოედანზე გამართულ აქციაზე, რომელშიც სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები მონაწილეობდნენ.

ჟურნალისტების განცხადებით, ძალადობა ნებისმიერი ფორმით დასაგმობია.

„ჟურნალისტები შევიკრიბეთ იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ ჩვენს კოლეგას, ვახო სანაიას. ძალადობა ნებისმიერი ფორმით დასაგმობია. სიძულვილი არ უნდა იყოს წახალისებული და რაიმე ფორმით გამართლებული. ველოდებით საგამოძოებო ორგანოს რა სახის რეაგირება ექნება ფაქტზე,“ - განაცხადა tv 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა სულხან მესხიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ფორმულას“ ტელეწამყვან ვახო სანაიას თავს დაესხნენ, დაკავებულია 3 პირი.