კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა კახეთის რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელებთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებისა და საბავშვო ბაღების გაერთიანებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც დისტანციურ რეჟიმში წარიმართა რეგიონში არსებული ეპიდვითარება, საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მასწავლებელთა კოვიდ-ტესტირების მიმდინარეობა და საბავშვო ბაღებში 1-ელი მარტისთვის მზადების პროცესი განიხილეს.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გივი მეტრეველმა და დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა.