თელავის მერმა და უკრაინის ელჩმა ლესია უკრაინკას ძეგლი ყვავილებით შეამკეს

თელავის მერმა და უკრაინის ელჩმა ლესია უკრაინკას ძეგლი ყვავილებით შეამკეს

25 თებერვალს უკრაინელი პოეტის ლესია უკრაინკას დაბადებიდან 150 წელი სრულდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თელავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, თელავს საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი ეწვია.

მათი ინფორმაციით, ელჩს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ირაკლი შიოშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად უმასპინძლა.

„მხარეებმა პარკ ნადიკვარზე ლესია უკრაინკას ძეგლი, ასევე პოეტის საცხოვრებელი სახლის მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე კი, უკრაინის ელჩმა თელავის მუნციპალიტეტის მერი ლესია უკრაინკას დაბადების 150 წლისთავის აღსანიშნავად დამზადებული მონეტით და სიგელით დააჯილდოვა“,-აღნიშნულია თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.