ზუგდიდში, ერთ-ერთი შენობის მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა

ზუგდიდში, ლომთათიძის ქუჩაზე მდებარე შენობის მეორე სართული, რომელშიც დევნილები ცხოვრობდნენ სრულად დაიწვა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ნივთების გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ხანძრის ქრობის სამუშაოებში ოთხი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო ჩართული. ხანძრის გამომწვევ მიზეზად ელექტროსადენები სახელდება.

























