თორნიკე რიჟვაძე - ექსპორტზე 37 000 ტონა ციტრუსი გავიდა, ექსპორტი წინა წელთან შედარებით 22%-ით გაიზარდა

თორნიკე რიჟვაძე - ექსპორტზე 37 000 ტონა ციტრუსი გავიდა, ექსპორტი წინა წელთან შედარებით 22%-ით გაიზარდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ციტრუსის სეზონზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს ექსპორტზე 37 000 ტონაზე მეტი ციტრუსი გაიტანეს, რაც გასულ წელთან შედარებით 22%-ით მეტია.

რიჟვაძის განცხადებით, ციტრუსის რთველი აჭარისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

“აჭარისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ციტრუსის რთველი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს რთველი ნაყოფიერი იყო, რადგან ექსპორტირებულია 37 000 ტონაზე მეტი მანდარინი სხვადასხვა საექსპორტო ბაზარზე, რაც წინა წელთან შედარებით 22%-იანი ზრდაა.

პანდემიის მიუხედავად შევძელით, რომ თითოეულ ფერმერს ჰქონოდა შესაძლებლობა, საკუთარი მოსავლის რეალიზაცია მოეხდინა. მხოლოდ ციტრუსის რეალიზაციიდან, ფინანსური თვალსაზრისით, 17%-ით მეტია შემოსავალი, რაც 17 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს”, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.