ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლამდე ქალი დაშავდა

ბათუმში, ბაგრატიონისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლამდე ქალი დაშავდა.
ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულ ქალს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა, იგი რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

























