ფრიდონ ფუტკარაძე თხილნარისა და მირვეთის მოსახლეობას შეხვდა

ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თხილნარის მეურნეობის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული შეხვედრის ძირითადი თემა მიმდინარე და სამომავლოდ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები და სამუშაოები იყო.
მათივე ცნობით, ფრიდონ ფუტკარაძემ ადგილობრივებს კომპეტენციის ფარგლებში, თანადგომა აღუთქვა.
ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დღესვე, უმაღლესი საბჭოს წევრი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მირვეთში იმყოფებოდნენ, სადაც სოფლის მაცხოვრებლებთან საუბრისას ყურადღება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და ამ მიმართულებით 2021 წლისთვის დაგეგმილ პროექტზე გამახვილდა.

























