დავით გაბაიძე თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს შეხვდა

დავით გაბაიძე თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს, რიზა ქააღან ილმაზს და ვიცე კონსულს, ნურსენ ოზლუს შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პრესსამსახურიდან აცნობეს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თურქეთის გენერალურ კონსულს აჭარაში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა.

მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.