ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზინეთში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზინეთში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზინეთში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარს მეხანძრე-მაშველების 40 კაციანი შემადგენლობა ებრძოდა.

ცნობისთვის, გუშინ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზინეთში მთის ფერდზე არსებულ ეკალბარდს ცეცხლი გაუჩნდა. ქრობის პროცესს ძლიერი ქარი ართულებდა. რთული რელიეფის გამო, ადგილზე სახანძრო ტექნიკის მისვლა ვერ მოხერხდა და კერებთან მეხანძრე-მაშველების 40 კაციანი შემადგენლობა იმყოფებოდა. ტყის მასივს ან დასახლებულ პუნქტს საფრთხე არ შექმნია.