ბორჯომის სამუსიკო სკოლის შენობის რეაბილიტაცია დასრულდა

ბორჯომის სამუსიკო სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ამ ეტაპზე სკოლის შიდა სივრცეში ინვენტარის განთავსება მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, პროექტის შედეგად, კეთილმოეწყო ყველა ოთახი, სრულად შეიცვალა საკონცერტო დარბაზის შიდა ინტერიერი, პირველადი იერსახე დაუბრუნდა ფასადს და სრულად განახლდა შიდა საკომუნიკაციო ქსელი.
ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამუსიკო სკოლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და შენობაში სარემონტო სამუშაოები ბოლო 40 წელია არ ჩატარებულა.

























