ბათუმის იზოლატორთან, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას" წევრებმა ირაკლი ფანგანის სოლიდარობის აქცია გამართეს

ბათუმის იზოლატორთან, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას" წევრებმა ირაკლი ფანგანის სოლიდარობის აქცია გამართეს.
როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, მათ მიაჩნიათ, რომ ირაკლი ფანგანის დაკავება შერჩევითი სამართალია.
„დაკავებულ ირაკლი ფანგანს სოლიდარობას ვუცხადებთ. იგი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული, რაც უკანონოდ მიგვაჩნია, ადმინისტრაციული წესით რომ ყოფილიყო დაკავებული, შეიძლებოდა თვალის დახუჭვა, თუმცა სისხლის სამართალი არის გადაჭარბებული და ჩვენ გვგონია, რომ ეს შერჩევითი სამართალია",- განაცხადა აქციის მონაწილემ, ლევან გორგილაძემ.
ცნობისთვის, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე დაკავებულ ირაკლი ფანგანს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

























