ომანში მყოფმა ქართველმა მეზღვაურებმა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დახმარების თხოვნით მიმართეს

ომანში მყოფმა ქართველმა მეზღვაურებმა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დახმარების თხოვნით მიმართეს

ომანში ქართველი მეზღვაური დახმარებას ითხოვენ, - ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განაცხადეს.

უწყების თქმით, გემი არის გაჩერებული და მეზღვაურები საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

უწყებაში აცხადებენ, რომ მეზღვაურები კარგ პირობებში იმყოფებიან, თუმცა კერძო სამართლებრივი დავა მიმდინარეობს და ვერ ბრუნდებიან, რის გამოც უწყებას დახმარების თაობაზე მიმართეს.

„19 იანვარს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მეზღვაურებმა დახმარების თხოვნით მომართეს, რაზეც მყისიერად დაიწყო რეაგირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

ტვირთის მფლობელსა და გემთმფლობელს შორის მიმდინარე კერძო სამართლებრივი ხასიათის დავის გამო გემი გაჩერებულია ომანში.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მუშაობს საქმეში ჩართულ ყველა მხარესთან, როგორც მეზღვაურებთან, ასევე გემთმფლობელთან, ტვირთის მფლობელთან და მის აგენტთან ომანში. შესაბამისად, სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მეზღვაურები ამ ეტაპზე არიან ნორმალურ პირობებში, აღსანიშნავია, რომ მათთვის ხელფასის გადახდა ხდება ჩვეულ რეჟიმში.

პროცესში ჩართულია საქართველოს საელჩოც, რომელმაც უკვე მიმართა ომანურ მხარეს ქართველი მეზღვაურების რეპატრიაციასთან დაკავშირებით. საჭირო პროცედურების გავლის შემდეგ, რაც მოითხოვს გარკვეულ პერიოდს, მეზღვაურები შეუფერხებლად დაბრუნდებინ ქვეყანაში",- აცხადებენ უწყებაში.