ბორჯომში, წმინდა ნინოს ქუჩის N2-ში სკვერის მოწყობა იგეგმება

ბორჯომში, წმინდა ნინოს ქუჩის N2-ში სკვერის მოწყობა იგეგმება

ბორჯომში, წმ. ნინოს ქუჩის N2-ში სკვერის მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, დასასვენებელი სივრცე N1 საჯარო სკოლის მიმდებარედ განთავსდება.

"პროექტის მიხედვით მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და დასასვენებლი სივრცე, განთავსდება სკამები და დამონტაჟდება განათება. სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდა",-აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში.