ფოთში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა

ფოთში, მერიის შენობის წინ, არასამთავრობო ორგანიზაცია "დაიცავი არჩევანი" და "ევროპული საქართველოს"ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა აქცია გამართეს.
შეკრებილებმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს.
აქციის მონაწილეებმა ადგილობრივი ხელისუფლება უმოქმედობასა და კორუფციაში დაადანაშაულეს,
"შემოვივლით ყველა ქალაქს დასავლეთ საქართველოში, ყველგან გავმართავთ საპროტესტო აქციებს, გავამხნევებთ და გამოვაფხიზლებთ ჩვენს თანამემამულეებს რეგიონებში, იმიტომ რომ ასე ცხოვრების გაგრძელება, ამ ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოს სიკვდილს ნიშნავს. „თავისუფლების მარში“ ეძღვნება პოლიტ-პატიმრებს, რომლებიც სხედან ციხეში და რომლებსაც ადამიანით ვაჭრობის სახით იყენებს ეს ხელისუფლება. ჩვენ ვითხოვთ: დაუყონებლივ შესრულდეს 2020 წლის 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმება და პოლიტ-პატიმრებმა დატოვონ საპყრობილეები. ვითხოვთ ამას იმიტომ, რომ არ არსებობს დემოკრატია პოლიტპატიმრების პირობებში. ჩვენ თუ გვინდა წარმატებული, შემდგარი სახელმწიფო, უპირობოდ უნდა შევქმნათ დემოკრატიული გარემო, პოლიტპატიმრების გარეშე“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავი არჩევანის“ წარმომადგენელმა დავით ნებიერიძემ.

























