ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლითი გზა სრულად გაწმენდილია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გზის გაწმენდითი სამუშაოები შეფერხდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამო.

„2 ტრაილერის მოცურებამ მოძრაობის შეფერხება და საცობი გამოიწვია, რამაც 2-3 საათის განმავლობაში შეუძელებლი გახადა ადგილზე მობილიზებული ტექნიკის მიერ თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოების წარმოება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.