გუდაური-კობის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

გუდაური-კობის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, როგორც გუდაურიდან ასევე კობიდან გზის გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღეა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

მათივე ცნობით, გზის ძირითადი ნაწილი უკვე გაწმენდილია, მხოლოდ 3 კილომეტრი (კმ99-კმ101) ნაწილი რჩება, საიდაც 101-ე კილომეტრზე ზვავსაშიშროება ნარჩუნდება და გაწმენდითი სამუშაოების დაწყება აღნიშნულ 1 კილომეტრზე ჯერ ვერ ხერხდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე, ამ მონაკვეთზეც გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგება.

შეგახსენებთ, რომ გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზავავსაშიშროების გამო მოძრაობა 11 იანვრიდან აკრძალულია.