ონის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები იწმინდება

ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, რეგიონის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში ცენტრალური თუ შიდა სასოფლო გზები ინტენსიურად იწმინდება, ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე ავრცელებს. ენუქიძე გზების გაწმენდით სამუშაობებს, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში, მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, გიორგი მაქარაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცანო.
დეპუტატის ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, გზების გაწმენდით სამუშაოებს შპს ,,ონის სერვის ჯგუფი'' ახორციელებს.
"ამ დროისთვის სრულად გაწმენდილია კურორტ შოვამდე მისასვლელი გზა, ასევე სოფელ შქმერის, ბარისა და მრავალძლის შიდა სასოფლო გზებიც.
მადლობას ვუხდი შპს ,,ონის სერვის ჯგუფის'' ყველა თანამშრომელს, ოპერატიულად და ეფექტიანად განხორციელებული სამუშაოებისათვის, რაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს" , - აცხადებს გოჩა ენუქიძე.

























