აბაშაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა

აბაშაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა

აბაშაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი პირი დაშავდა. ერთმანეთს აბაშის ცენტრში სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სენაკის კლინიკა ,,არქიმედეში" გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია და გამოკვლევები უტარდებათ.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო გამოძიება