კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, ბუკნარში მომხდარი დაპირისპირების შედეგად არავინ დაუკავებიათ, ნაცმოძრაობის“ წევრი სიტუაციას განარიდეს

კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, ბუკნარში მომხდარი დაპირისპირების შედეგად არავინ დაუკავებიათ, ნაცმოძრაობის“ წევრი სიტუაციას განარიდეს

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, ბუკნარში მომხდარი დაპირისპირების შედეგად არავინ არ არის დაკავებული. როგორც მან განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე სიტუაციას განარიდეს, ტერიტორიიდან გაიყვანეს და ახლა პოლიციაში სიტუაციის გარკვევის მიზნით იმყოფება.

"ბესო ქათამაძე დაკავებული არ არის. ტერიტორიიდან გავიყვენეთ და არის პოლიციაში, სიტუაციის გარკვევის მიზნით. საპოლიციო ძალები წარმოდგენილი იყო გუშინაც და მიმდინარე დღეებშიც, რამე განსაკუთრებულს არ ველოდებით. აღნიშნულ სოფელში თუ რაიმე სახის გაურკვევლობა და რაიმე ინციდენტი მოხდა, ეს თითქმის ამოწურულია“, - განაცხადა ანანიაშვილმა.

შეგახსენებთ, ბუკნარში ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ბესო ქათამაძესა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძეს შორის დაპირისპირება მოხდა.