გოჩა ენუქიძის განცხადებით, რაჭა-ლეჩხუმში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია

გოჩა ენუქიძის განცხადებით, რაჭა-ლეჩხუმში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია

რაჭა ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, მეხანძრე-მაშველების მიერ განხორციელებულმა ოპერატიულმა სამუშაოებმა შედეგი გამოიღო და ხანძრის ყველა კერა რეგიონის მასშტაბით აღმოფხვრილია.

„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ყველა მეხანძრე-მაშველს და ადგილობრივ მოსახლეობას, სტიქიის სალიკვიდაციოდ გაწეული ოპერატიული და ეფექტიანი სამუშაოებისთვის. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, გამოიჩინოთ სიფრთხილე, სტიქიით მოსალოდნელი რისკების, როგორც ადამიანური, ისე მატერიალური ზიანის თავიდან ასაცილებლად“, - აცხადებს გოჩა ენუქიძე.