ქუთაისის მერია - ქუთაისში მცხოვრებმა 500-მდე მრავალშვილიანმა ოჯახმა საშობაო ნობათი მიიღო

ქუთაისის მერია - ქუთაისში მცხოვრებმა 500-მდე მრავალშვილიანმა ოჯახმა საშობაო ნობათი მიიღო

ქუთაისში მცხოვრებმა 500-მდე მრავალშვილიანმა ოჯახმა საშობაო ნობათი მიიღო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქუთაისის მერიის და კერძო ბიზნესის წარმომადგენლების ერთობლივი აქციით შესაძლებელი გახდა მათთვის სადღესასწაულო ნობათების შეძენა.

სასურსათო ამანათი რამდენიმე ოჯახს ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა პირადად გადასცა და შობის დღესასწაული მიულოცა.

„შობის დღესასწაულის უმთავრესი ნიშანი სწორედ ესაა- გაახარო ადამიანები. დღეს შობის დღესასწაული მივულოცეთ და საშობაო ნობათები გადავეცით 500-მდე მრავალშვილიან ოჯახს. მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობისთვის ქუთაისის მერიას სხვადასხვა პროგრამები აქვს და უკვე ბევრმა ჩვენმა თანაქალაქელმა ისარგებლა ამ პროგრამებით. 2021 წელს კიდევ უფრო მეტი მრავალშვილიანი ოჯახი ჩაერთვება სხვადასხვა პროექტში, რომელთა მეშვეობითაც ისინი ხელისუფლების თანადგომას იგრძნობენ“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, საშობაო ნობათების დარიგება გრძელდება.