ზუგდიდში ველოსიპედით მოძრავ მამაკაცს ავტომობილი შეეჯახა

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა. მამაკაცი ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპოვა გამოიწვია.
























