ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხანძრის ქრობის პროცესში სამეგრელოს გარდა სხვა რეგიონების სახანძრო-სამაშველოს სამსახურის წარმომადგენლები არიან ჩართული.
"სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირებულია 40 ხანძრის შემთხვევა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში დაიწვა საცხოვრებელი სახლი. ასევე, მინდა აღვნიშნო, აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობის პროცესი. სამუშაოებში ჩართულია როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის, ასევე გურის, იმერეთის აჭარის სახანძრო-სამაშველოს სამსახურის წარმომადგენლები.
ასევე ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროსადენები, მიმდინარეობას აღდგენითი სამუშაოები",- განაცხადა მალხაზ თორიამ.
























