წალენჯიხაში, სოფელ სქურის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია

წალენჯიხაში, სოფელ სქურის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურში ტყის ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

შემთხვევის ადგილზე 15 მეხანძრე- მაშველი მუშაობდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ტყეში მთელი ამ დროის განმავლობაში მონიტორინგი მიმდინარეობს.