თუშეთში მცხოვრებ მოსახლეობას ირაკლი შიოშვილმა  საახალწლოდ სოციალური პროგრამით გათვალისწინებული სასურსათო პაკეტები გადასცა

თუშეთში მცხოვრებ მოსახლეობას ირაკლი შიოშვილმა  საახალწლოდ სოციალური პროგრამით გათვალისწინებული სასურსათო პაკეტები გადასცა

თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შიოშვილმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, იოსებ ქარუმაშვილმა საახალწლოდ სოციალური პროგრამით გათვალისწინებული სასურსათო პაკეტები გადასცეს. ინფორმაციას კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამჟამად, თუშეთში 27 მუდმივად მცხოვრები პირია.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ოქტომბრის ბოლოდან მაისის თვემდე იკეტება და გზის გახსნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი თუშეთის მიმართულებით რეგულარულად ასრულებს უფასო ავიარეისებს.