ბათუმში, ცხრასართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში  ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, ცხრასართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში  ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, ბესიკისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში, ცხრასართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაკვამლიანების გამო რამდენიმე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ხანძრი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.