გოჩა ენუქიძემ სოფელ ქვედრულაში, უხუცესებს 93 წლის თამარ და 83 წლის ლენა ჯაფარიძეებს დამდეგი დღესასწაულები მიულოცა

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედრულაში, უხუცესებს 93 წლის თამარ და 83 წლის ლენა ჯაფარიძეებს დამდეგი დღესასწაულები მიულოცა.
გოჩა ენუქიძემ უხუცესებს ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად სასურსათო ნობათი და პირველადი საჭიროების ნივთები გადასცა.
"სწორედ ასეთი მოხუცები უნარჩუნებენ მთიან რაჭას სიცოცხლეს, ამიტომ აუცილებელია მუდმივად გრძნობდნენ მზრუნველობასა და განსაკუთრებულ ყურადღებას ჩვენგან",-აცხადებს გოჩა ენუქიძე.
ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის პრესსამსახური ავრცელებს.
























