თვითმხილველის ინფორმაციით, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს სასიკვდილო ჭრილობა სამართალდამცველმა მანქანაში მიაყენა

თვითმხილველის ინფორმაციით, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს სასიკვდილო ჭრილობა სამართალდამცველმა მანქანაში მიაყენა.
როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, სროლის ხმა ღამე, 00:00 საათზე გაიგო.
„დაახლოებით 4-5-ჯერ გაისროლეს. მანქანაში მოხდა ეს ამბავი. დაგუდული ხმა იყო, გარეთ ნასროლი არ იყო. მგონი ოთხნი იყვნენ, ნასვამები იყვნენ და შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა ასეთი ამბავი“,-აცხადებს თვითმხილველი „რუსთავი 2“ საუბრისას.
შეგახსენებთ, გუშინ, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი მოკლეს.
პროკურატურამ, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ფაქტზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ვ.ზ დააკავა.
























