რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის მოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის მოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის მოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ. 40-მდე მოვაჭრე ბაზრობის ტერიტორიაზეა შეკრებილი. აქციის მონაწილეები ბაზრობის გახსნას და მათთვის მუშაობის ნებართვის მიცემას მოითხოვენ. ბაზრობაზე დასაქმებულები საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ თუ კი სავაჭრო მოლები გაიხსნა, ბაზრობებსაც მისცენ უფლება 2 იანვრამდე, 5 დღით მაინც იმუშაონ.

მათივე განცხადებით, ბაზრის ადმინისტრაცია და თავად მოვაჭრეები აუცილებლად დაიცავენ არსებულ რეგულაციებს. აქციის მონაწილეები წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობისგან ფულად და პროდუქტით დახმარებას მოითხოვენ.