სპეციალურად კორონავირუსის მქონე პაციენტებისთვის ევექსი კლინიკების ახალი პოლიკლინიკა გაიხსნა

მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, პოლიკლინიკა ამბულატორიულ მომსახურებას გაუწევს პაციენტებს, რომლებსაც დაუდასტურდათ COVID-19 და მკურნალობენ შინ. პაციენტებს აღნიშნულ პოლიკლინიკაში შეუძლიათ 2 სამედიცინო პაკეტით სარგებლობა:
პაკეტი #1
- ოჯახის ექიმის კონსულტაცია
- გულ-მკერდის ღრუს რენტგენოგრაფია
- ჟანგბადის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში
- ლაბორატორიული გამოკვლევები (სისხლის საერთო, D დიმერი, CRP – ცე რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში)
გამოკვლევების პასუხები პაციენტსა და მის ექიმს მეილზე გაეგზავნებათ. პასუხების საფუძველზე ექიმი თავად დაუკავშირდება პაციენტს და გააგრძელებს დისტანციურად მის მართვას. პაკეტის ღირებულებაა 190 ლარი.
პაკეტი #2 – ლაბორატორიული გამოკვლევები
- სისხლის საერთო ანალიზი
- D დიმერის განსაზღვრა სისხლში
- CRP – ცე რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში
გამოკვლევების პასუხები პაციენტს მეილის საშუალებით ეცნობება. პაკეტის ღირებულებაა 100 ლარი.
COVID დადასტურებული პაციენტების პოლიკლინიკაში შესაძლებელია ოჯახის ექიმის დანიშნულებით, ან სურვილისამებრ დამატებითი გამოკვლევების ჩატარება:
- კარდიოექოსკოპია
- ლაბორატორიული გამოკვლევები, რომელიც ხშირად სჭირდებათ COVID დადასტურებულ პაციენტებს
აღნიშნული პოლიკლინიკა იმუშავებს ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით 09:00-დან 19:00 საათამდე.
COVID დადასტურებულმა პაციენტებმა ვიზიტის დასაჯავშნად უნდა დარეკონ „ევექსი კლინიკების“ ცხელ ხაზზე: 0322 55 05 05.
პოლიკლინიკის მისამართია: ე.ნინოშვილის ქ.60. (თამარ მეფის გამზირის მიმდებარედ)
„ევექსი კლინიკების“ თბილისში მდებარე სხვა პოლიკლინიკები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ პაციენტების მიღებას.
(R)
























