ვლადიმერ მგალობლიშვილი - ლევან ვარშალომიძე მიზანმიმართულად ცდილობს აჭარაში დესტრუქცია მოახდინოს

ლევან ვარშალომიძე მიზანმიმართულად ცდილობს აჭარაში დესტრუქცია მოახდინოს, ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს "ქართული ოცნების" დეპუტატმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა პლენარული სხდომის მიმდინარეობისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ვლადიმერ მგალობლიშვილის თქმით, ოპოზიციის მხარდამჭერები მმართველი გუნდის დეპუტატების სახლებთან იკრიბებიან და კერძო საკუთრებას ხელყოფენ.
"სამწუხაროდ, „ერთიანი ნაციონალირი მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი ლევან ვარშალომიძე მიზანმიმართულად ცდილობს აჭარაში დესტრუქცია მოახდინოს, მარგინალური ჯგუფით, რომელიც ქვემოთ იმყოფება, ისინი რამდენიმე დღეა დადიან ჩვენს სახლებთან და პირდაპირ ადგილი აქვს კერძო საკუთრების უფლების ხელყოფას, საცხოვრებლებზე ცდილობენ იერიშის მიტანას. ეს არის სამარცხვინო საქციელი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან". ეს არ მიკვირს, მაგრამ 21-ე საუკუნეა და იქნებ ჩახედოს ვარშალომიძემ კალენდარში და გასცეს ბრძანება, რომ შეწყვიტოს სამარცხვინო ქმედებები",- განაცხადა ვლადიმერ მგალობლიშვილმა.
























