აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომის პარალელურად, ოპოზიცია აქციას გამართავს

აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომის პარალელურად, ოპოზიცია აქციას გამართავს

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან ოპოზიციის მხარდამჭერები იკრიბებიან, სადაც მეხუთე მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა უნდა გაიმართოს. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ნაგვის ურნები მიიტანეს.

„ურნები მათი სიმბოლოა, რადგან ეს დეპუტატები სანაგვეზე არიან გასაშვები. მათ გააყალბეს არჩევნები და ჩვენ არ შევეგუებით ამას",- აცხადებს აქციის მონაწილე ხათუნა ბერიძე.

აქციის მონაწილეებმა სტიკერები „ხმების ქურდები", აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან გააკრეს. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.