მოიპოვე და გადაამუშავე სასურველი რაოდენობის ბუნებრივი რესურსი ხელსაყრელი მდებარეობით

მაღალი ეკონომიკური ღირებულების ნედლეულის იდენტიფიცირება, შეფასება და მოპოვება/გადამუშავება უკვე ხელმისაწვდომია. საშენი მასალების წარმოებით დაინტერესებულ ინდუსტრიას აღნიშნულ სერვისს Colliers International Mining and Minerals სთავაზობს. საინტერესო ბიზნეს-პროექტის შერჩევას, საქმიანობასთან დაკავშირებული კომერციული რისკების შეფასებასა და ადგილობრივი ბაზრისთვის მოთხოვნადი ნედლეულის მოპოვება-გადამუშავებასთან დაკავშირებულ მომსახურებას Colliers Internetional Georgia Mining & Minerals გუნდი მინიმალური ინვესტიციის განხორციელებით ხდის შესაძლებელს. სერვისი მოიცავს ისეთ ბუნებრივ რესურსებს, როგორებიცაა: მოსაპირკეთებელი ქვები (დიაბაზი, პორფირიტი, მარმარილო, ანდეზიტ-ბაზალტი, გრანიტი, პეგმატიტი), საცემენტე კირქვა, სააგურე თიხა, კერამიკული თიხა, ტუფი და სხვა მოთხოვნადი წიაღისეული.
კოლიერსმა ანალოგიური სერვისი ინერტული მასალების წარმობით დაინტერესებული კომპანიებისთვის (ქვიშა/ხრეში, ქვა, ღორღი) ერთი თვის წინ დანერგა, ახლა კი მსგავსი ინდუსტრიით დაინტერესებული პირებისთვის შექმნა მომსახურება, რომელიც კომპანიებისთვის სასურველი მოცულობის დეპოზიტების შერჩევას გულისხმობს, მათთვის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით. მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ არა მხოლოდ ტექნიკურ და ეკონომიკურ, არამედ გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით შეაფასონ სასარგებლო წიაღისეულის მარაგები. ახალი სერვისის სარგებლობით ისინი მარტივად შეძლებენ გადათვალონ როგორც მყარი სასარგებლო წიაღისეულის მარაგები, ასევე მიწისქვეშა წყლის რესურსებიც და განსაზღვრონ ამა თუ იმ რესურსის მოპოვებისა და გადამუშავების ეკონომიკური ღირებულება.
სერვისის ფარგლებში კომპანიებს ასევე შეუძლიათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია ამა თუ იმ რესურსზე ადგილობრივი ბაზრის მოცულობასთან დაკავშრირებით, კოლიერსის გუნდი პროექტის ხარჯ-სარგებლიანობასა და მომგებიანობას განსაზღვრავს ნედლეულზე არსებული მოთხოვნილებისა და საბაზრო ფასების გათვალისწინებით, შესაბამისად კომპანიები წინასწარ შეაფასებენ საინვესტიციო პროექტის ხარჯებსა და რისკებს და დასაბუთებული კვლევების საფუძველზე შეძლებენ საინვესტიციო პროექტების მომზადებას შემდგომში სახელმწიფო ორგანოებიდან აუცილებელი სანებართვო დოკუმენტების მიღების მიზნით.
(R)
























