რუსთავში, 45 მრავალშვილიან ოჯახს 5-წლამდე ასაკის ბავშვთათვის განკუთვნილი, გერმანული ბრენდების კვებისა და მოვლის საშუალებები გადაეცემა

რუსთავში, 45 მრავალშვილიან ოჯახს 5-წლამდე ასაკის ბავშვთათვის განკუთვნილი, გერმანული ბრენდების კვებისა და მოვლის საშუალებები გადაეცემა

რუსთავში მცხოვრებ 45 მრავალშვილიან ოჯახს, ჩვილ და 5 წლამდე ასაკის ბავშვთათვის განკუთვნილი, გერმანული ბრენდების ,,ჰუმანას“ და ,,ბალსენის” კვების, მოვლის საშუალებები და საკონდიტრო ნაწარმი გადაეცემა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, კომპანია „ფაინ თრი ინთერნეიშენალსმა“ რუსთავში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებისათვის გათვალისწინებული პროდუქცია, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას, დღეს გადასცა.

ჰუმანიტარული ტვირთის გადაცემას, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე დაესწრნენ.

ქვემო ქართლის გუბერნატორის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციასა და კომპანია ,,ფაინ თრი ინთერნეიშენალსს“ შორის შედეგიანი და წარმატებული თანამშრომლობა ჩამოყალიბდა.

"ძალიან შედეგიანი და წარმატებული თანამშრომლობა ჩამოყალიბდა ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციასა და კომპანია ,,ფაინ თრი ინთერნეიშენალსს“ შორის, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი დისტრიბუტორი კომპანიაა გერმანული ბავშვთა კვების ძალიან ხარისხიანი პროდუქციისა საქართველოში. ერთობლივად შევარჩიეთ 45 მრავალშვილიანი ოჯახი, რომელთაც ჰყავთ, როგორც ჩვილი, ასევე 5 წლამდე ასაკის 3 ან მეტი შვილი, განსაკუთრებით სჭირდებათ დახმარება და მათ გადავცემთ ამ პროდუქციას“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ გაწეული ქველმოქმედებისთვის კომპანია „ფაინ თრი ინთერნეიშენალსის” აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი ბერიძეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კოვიდპანდემიის პერიოდში, მათ მიერ გაწეული დახმარება დროული და მნიშვნელოვანია.

მერიის ინფორმაციით, სოციალური აქტივობის ფარგლებში, დახმარებას 156 ბავშვი, სულ 45 სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს.

უწყების ცნობით, პანდემიის პერიოდში ქვემო ქართლის რეგიონში „ფაინ თრი ინთერნეიშენალმა” სოციალური აქტივობა უკვე მორედ განახორციელა.