ქუთაისის სკოლების მე-12 კლასელებისთვის ონლაინ ღია კარის დღე გაიმართა

ქუთაისის სკოლების მე-12 კლასელებისთვის ონლაინ ღია კარის დღე გაიმართა

ელექტრონულ ფორმატში ღია კარის დღეების გამართვა გრძელდება.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ამჯერად ონლაინ ღია კარის დღე ქუთაისის სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართა.

მათივე ცნობით, აბიტურიენტები საინფორმაციო შეხვედრაში აქტიურად მონაწილეობდნენ და მათ კითხვებს 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ ცენტრის დირექტორი და საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლები პასუხობდნენ.

კითხვები შეეხებოდა როგორც გამოცდებისათვის მზადებას, რეგისტრაციას, ასევე კონკრეტულ საგნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს.

შეხვედრა Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდა. ხშირად დასმული კითხვები პასუხებით გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge

აბიტურიენტთა უკეთესად ინფორმირების მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ღია კარის დღეების ჩატარება ნოემბრის თვიდან დაიწყო. ონლაინშეხვედრა უკვე გაიმართა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის.

ღია კარის დღეები ეტაპობრივად სხვა რეგიონების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვისაც გაიმართება. მოსწავლეები ონლაინ ღია კარის დღეებზე დასასწრებად რეგიონების მიხედვით არიან განაწილებულნი. კონკრეტული თარიღის შესახებ მეთორმეტე კლასის მოსწავლეების ინფორმირებას ადგილობრივი რესურსცენტრის დახმარებით სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.