ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდ19-ით ინფიცირებული 199 პაციენტიდან 11 მართვით სუნთქვაზეა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდ19-ით ინფიცირებული 199 პაციენტიდან 11 მართვით სუნთქვაზეა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდ19-ით ინფიცირებული 199 პაციენტიდან 51 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმის გია კიკაბიძის ინფორმაციით, 11 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდება.

"აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში 496 პაციენტი გამოჯანმრთელდა და 489 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აჭარის კლინიკებიდან 118 პაციენტი არის გაწერილია, აქედან 23 პაციენტი რესპუბლიკური საავადმყოფოდან გაიწერა. კონკრეტულად, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 199 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, 51 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია, ხოლო 11 მართვით სუნთქვაზეა და კრიტულად ფასდება. 36 პაციენტი ჟანგბადს ღებულობს და მათი მდგომარეობაც მძიმეა. დღეს იგეგმება 30 პაციენტის ბინაზე გაწერა. ჩვენს კლინიკაში ექიმთან ერთად, კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა, მათ სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდათ.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 13 თავისუფალი საწოლი გვაქვს",- აღნიშნა გია კიკაბიძემ.