ბათუმში კორონავირუსით 54 წლის ექიმი გარდაიცვალა

ბათუმში 54 წლის ექიმი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა. ექიმი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მკურნალობდა.
როგორც კლინიკაში განაცხადეს, პაციენტი მართვის სუნთქვაზე იყო, ის მძიმე, ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით მოათავსეს.
„სამ კვირაზე მეტი ჩვენს კლინიკაში მკურნალობდა, კოვიდსასტუმროდან გადმოიყვანეს, ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. მდგომარეობა ამ ხნის განმავლობაში დამძიმდა და სამწუხაროდ, გარდაიცვალა. რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა, მას შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა",- აცხადებენ კლინიკაში.
























