Jeep-თან ერთად ყოველი თვე ახალი წელია

ახალი წელი ყოველთვის უსაზღვრო ემოციებს უკავშირდება. Jeep-ის ცენტრმა კი გადაწყვიტა თავისი მომხმარებელი ამ ემოციებით მთელი წლის განმავლობაში დამუხტოს!
მსურველებს ეძლევათ შესაძლებლობა Jeep-ის ზამთრის ოფიციალური ავტომობილები საახალწლო ფასად - განსაკუთრებული ფასდაკლებით შეიძინონ და საჩუქრად სასიამოვნო სიურპრიზებით სავსე წელიწადი მიიღონ!

12 საჩუქარი 12 თვეში - თქვენი საახალწლო განწყობისთვის!
ცენტრში წარმოდგენილია Jeep-ის უახლესი მოდელები: Jeep Wrangler, Grand Cherokee, Cherokee, Compass და Renegade. ვერსიების და ფერების მრავალფეროვანი არჩევანი ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელს დააკმაყოფილებს. მსურველებს შეუძლიათ დარეკონ და წინასწარვე დაგეგმონ შერჩეული მოდელის Test Drive.

ამასთანავე Jeep-ის ცენტრში მოქმედებს Trade In პირობა, რაც გულისხმობს ცენტრიდან ახალი ავტომობილის ყიდვისას თქვენი კუთვნილი ნებისმიერი მარკის თუ წლოვანების მანქანის ჩაბარებას მაქსიმალური საბაზრო ღირებულებით, სხვაობის დაფარვა კი შესაძლებელია 6 წლიანი განვადებით. მომხმარებელთა კომფორტისთვის ავტომობილის შეფასება შესაძლებელია დისტანციურად განხორციელდეს.
კომპანია სტრადა მოტორსი, რომელიც Jeep-ის, Alfa-Romeo-ს და FIAT-ის ოფიციალური დილერია საქართველოში, მომხმარებელს საუკეთესო ავტომობილებს, განსაკუთრებულ პირობებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.
Jeep გილოცავთ ახალ წელს!
(R)
























