გორში, ახალუბნის და აძვის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია გრძელდება

ახალუბნისა და აძვის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზის მოასფალტებასთან ერთად ეზოებში შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობა მიმდინარეობს. გზის მოანკვეთის სიგრძე 938 მეტრია, სამუშაოების ღირებულება 494 994 ლარს შეადგენს.
"აღნიშნულ გზის მონაკვეთზე გადაადგილებისას სერიოზული პრობლემები ექმნებოდათ როგორც მძღოლებს ასევე ქვეითებს, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა მათ ჯანმრთელობას. იგეგმება აძვისა და ჯარიაშენის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის რეაბილიტაციაც“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
























