„კია მოტორს ჯორჯიამ“ 2020 წლის სამოდელო რიგზე 12 000 ლარამდე ფასდაკლება დაიწყო

„კია მოტორს ჯორჯია“ სრულ სამოდელო რიგზე გრანდიოზულ საახალწლო ფასდაკლებას იწყებს: 2020 წლის ევროპული და კორეული წარმოების მოდელების შეძენა 12 000 ლარამდე ფასდაკლებით არის შესაძლებელი. აქციით სარგებლობა როგორც ერთიანი გადახდის, ისე განვადების შემთხვევაშიც შესაძლებელია.
ასევე, ავტომობილებზე ვრცელდება 5-წლიანი გარანტია ან 150 000 კმ გარბენი. გარდა ამისა, მოქმედებს Trade In-იც, რაც გულისხმობს მეორადი ავტომობილის ჩანაცვლებას ახლით.
ფასდაკლების აქცია 31 დეკემბრამდე გრძელდება. იმისათვის, რომ სასურველი ავტომობილის შესაძლებლობებში თავად დარწმუნდეთ, „კია მოტორს ჯორჯია“ კოვიდ უსაფრთხოების დაცვით 2020 წლის Kia K5-ისა და Kia ProCeed-ის ტესტ დრაივსაც გთავაზობთ. ამისათვის კომპანიას „ფეისბუქ“ გვერდზე ან ცხელ ხაზზე უნდა დაუკავშირდეთ და სასურველი დრო და ავტომობილი დაჯავშნოთ.
„კია მოტორს ჯორჯია“ საქართველოს ბაზარზე უკვე მრავალი წელია ოპერირებს და როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას, მომხმარებელთან ურთიერთობის მდიდარი გამოცდილება აქვს.
მსოფლიოს და მათ შორის, საქართველოს მასშტაბით „კიას“ ავტომობილები მაღალი სანდოობით გამოირჩევა. ბრენდი ბაზარზე 76 წლის წინ გამოჩნდა და მას შემდეგ სწრაფად ვითარდება. „კიას“ მილიონობით ერთგული მომხმარებელი ჰყავს, რომელთა რაოდენობაც სულ უფრო იზრდება.
„კია მოტორსი“ სამხრეთ კორეული ბრენდია, რომელიც ავტომობილებს როგორც აზიის, ისე ევროპისა და ამერიკის ბაზრებისთვის აწარმოებს. მწარმოებლის ავტომობილების პოპულარობა განაპირობა გამძლეობამ, მაღალმა პერფორმანსმა, დახვეწილმა დიზაინმა და კომფორტმა, რომელსაც მომხმარებელი მანქანის მართვისას გრძნობს. ბრენდი პოპულარობით სარგებლობს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. 2020 წლის სედანმა K5-მა აშშ-ს უსაფრთხოების რეიტინგებში 5 ვარსკვლავიდან უმაღლესი - 5 დაიმსახურა, ხოლო უახლეს, მეოთხე თაობის Kia Sorento-ს 2020 წლის საუკეთესო ორხიდიანი ავტომობილის სტატუსი ერგო.
ამასთან, გამოცემა Telegraph-მა 2017 წელს „კია მოტორსი“ ყველაზე გამძლე ავტომობილების სამეულში დაასახელა.
„კია მოტორსი“ უკვე ათეულობით წელია, მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაციის არხების ჩამოყალიბებაზე მუშაობს მათ შორის საქართველოშიც, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ ბრენდის მიმართ ლოიალურობით გამოირჩევა.
(R)
























