თბილისში ურბანული განვითარებისთვის ჯილდოს მფლობელი კომპანია ვარკეთილში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ერთ წელიწადში დაასრულებს

თბილისში ურბანული განვითარებისთვის ჯილდოს მფლობელი კომპანია ვარკეთილში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ერთ წელიწადში დაასრულებს

დეველოპერული კომპანია „სეუ დეველოპმენტი“ ვარკეთილში მასშტაბურ საცხოვრებელ კომპლექსს ერთ წელიწადში დაასრულებს.

კომპლექსი 3.5 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული და მოიცავს ყველაფერს, რაც კი შეიძლება რეზიდენტს სრულფასოვანი ცხოვრებისთვის დასჭირდეს.

დასრულების შემდეგ, მობინადრეების განკარგულებაში იქნება როგორც მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალებით, თბოიზოლაციის გათვალისწინებით აშენებული საცხოვრებელი ბლოკები, ისე:

  • 2 ჰექტრამდე სარეკრეაციო სივრცე;
  • დაცული შიდა ეზო;
  • სკოლა და ბაღი;
  • ფიტნესდარბაზი;
  • მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები;
  • ბავშვთა გასართობი სივრცეები;
  • კომერციული და საოფისე ფართები;
  • სპორტული და საბავშვო მოედნები;
  • ტენისის კორტები;
  • ლობი, რომელიც თითოეული კორპუსის შესასვლელში მოეწყობა;
  • ცენტრალური სახანძრო სისტემა, რომლითაც საცხოვრებელი კორპუსებია აღჭურვილი;
  • ოპტიმალურად დაგეგმარებული ბინები, რომელიც მყუდრო საცხოვრებელ გარემოს ქმნის.

ამასთან, „სეუ ვარკეთილი“ მეტროსადგური „ვარკეთილიდან“ 15 წუთის სავალზეა.

2021 წლის ბოლოდან ბინების მესაკუთრეები უკვე შეძლებენ, ოჯახთან ერთად 21 საუკუნის უახლესი ტენდენციებით დაგეგმარებულ საცხოვრებელ კომპლექსში გადავიდნენ საცხოვრებლად.

„სეუ დეველოპმენტმა“ უკრაინაში გამართულ აღმოსავლეთ ევროპის უძრავი ქონების ფორუმსა და დაჯილდოებაზე - Eastern Europe Real Estate Awards, „სეუ ვარკეთილის“ განხორციელებისთვის გამარჯვებაც მოიპოვა. წლის საუკეთესო პროექტად, რომელიც უსწრებს დროს, „სეუ ვარკეთილი“ დასახელდა. ფორუმზე კომპლექსი თბილისის ურბანული განვითარების საუკეთესო მაგალითად მიიჩნიეს, რადგან ის ადამიანის ცხოვრების მაღალი ხარისხისთვის განკუთვნილ ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებდა.