„მონოლით სითის“ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა წარმატებით დასრულდა

ქართულ სამშენებლო ბაზარზე ერთ-ერთმა ლიდერმა კომპანია „მონოლით ჯგუფმა“ კიდევ ერთი პროექტი დაასრულა წარმატებით.
„მონოლით სითი“ არის მრავალფუნქციური კომპლექსი ძველ თბილისში, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ ბინებს, სასტუმროსა და კომერციულ ფართებს. საცხოვრებელი კომპლექსი აშენებულია მაღალი ხარისხის ენერგოეფექტური მასალებით, რაც უზრუნველყოფს კომუნალური გადასახადების 40%-მდე შემცირებას.
„მონოლით სითის“ მობინადრეების მყუდრო და კომფორტული ცხოვრებისთვის მოწყობილია გამწვანებული ეზო და მიწისქვეშა ავტოსადგომები. ასევე, სულ მალე დასრულდება ბავშვებისთვის გასართობი მოედნის კეთილმოწყობა.
„მონოლით ჯგუფი“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სანდო, მყარ და გამძლე შენობებს, რომელიც მაცხოვრებლების მშვიდ და უსაფრთხო ცხოვრებას უზრუნველყოფს. ამიტომ, „მონოლით სითის“ საცხოვრებელ კომპლექსში გამოყენებულია მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და დაცულია ყველა საჭირო სტანდარტი. შენობის ფასადი დათბუნებულია და დამუშავებულია ყინვაგამძლე მასალებით.
„მონოლით სითის“ ადგილმდებარეობა
„მონოლით სითი“ მდებარეობს ბ.კალანდაძის 15 ნომერში, ბუნებრივი ლანდშაფტით გარემოცულ, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას. საცხოვრებელი კომპლექსის ბინებიდან იშლება ლამაზი პანორამული ხედები ქალაქის ისტორიულ უბნებზე, რაც კომპლექსს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მობინადრეებისთვის.
მონოლით ჯგუფის მიმდინარე პროექტები
„მონოლით ჯგუფი“ ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომლის საცხოვრებელი პროექტები შენდება მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებით, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური თვისებებით გამოირჩევა.
კომპანია აქტიურად აგრძელებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე მოღვაწეობას და ამჟამად ორ ახალ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს:
- მონოლით ვარკეთილი, - მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც მდებარეობს ვარკეთილის მეტროდან მხოლოდ 4 წუთის სავალ მანძილზე.
- მონოლით ბაგები - თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსი ქალაქის პრესტიჟულ უბანში, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ გარემოში.
კომპანია „მონოლით ჯგუფის“ მიერ 2020 წელს დასრულებული პროექტებიდან აღსანიშნავია გამორჩეული იერსახის საცხოვრებელი კორპუსი ნუცუბიძის ფერდობზე, ლისის ტბასთან ახლოს.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ „მონოლით ჯგუფის“ ვებ-გვერდს: wwww.monolith.ge, ან დაუკავშირდეთ გაყიდვების გუნდს: 595 99 77 00; 032 230 99 77
(R)
























