ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციით, დიდუბისა და საბურთალოს ოლქების ორ უბანში ბიულეტენები, რომლებშიც ოპოზიციას აძლევდნენ ხმას, „გადაყრილი და სხვაგან შეფუთული“ იპოვეს

ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციით, დიდუბისა და საბურთალოს ოლქების ორ უბანში ბიულეტენები, რომლებშიც ოპოზიციას აძლევდნენ ხმას, „გადაყრილი და სხვაგან შეფუთული“ იპოვეს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციით, დიდუბისა და საბურთალოს ოლქების ორ უბანში ოპოზიციას ჯამში 65 ხმა ჰქონდა დაკლებული, მათგან 30 ალეკო ელისაშვილის პარტიას დიდუბეში, ხოლო 35 "ევროპულ საქართველოს" საბურთალოს 73-ე უბანზე.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ხათუნა გოგორიშვილმა განუცხადა.

"დიდუბეში იყო საია-ს საჩივარი, გახსნეს და აღმოჩნდა, 2 ხმა რომ ეწერა ელისაშვილს, 30 ბიულეტენი იყო გადაყრილი და შეფუთული სადღაც სხვაგან. სინამდვილეში 32 ხმა უნდა ეწეროს. საბურთალოს 73-ე უბანზე "ევროპულ საქართველოს" ნული ხმა ჰქონდა - 30 ბიულეტენი სხვა ფუთაში იყო გადამალული, 5 ბათილ ბიულეტენებში. რეალურად 35 ხმა გვქონდა და გვეწერა ნული. 2 უბნის მონაცემებით, 65 ხმა ჰქონდა მოპარული ოპოზიციას. 30 ელისაშვილს დიდუბეში, 35 ჩვენ საბურთალოზე", - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.